Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოიცა პროფესორ თეიმურაზ ბერიძის წიგნი: „საქართველოს გარდამავალი პერიოდის სამი ათეული წელი“ ინგლისურ ენაზე

გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის თეიმურაზ ბერიძის მონოგრაფია „საქართველოს გარდამავალი პერიოდის სამი ათეული წელი“ ინგლისურ ენაზე.

მასში მაღალ აკადემიურ დონეზეა გადმოცემული იმ პრობლემებისა და გამოწვევების მთელი პალიტრა, რასაც აწყდებოდა საქართველოს ეკონომიკა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე (საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირველი ნაბიჯები, თავისებურებები, ე.წ. „შოკური თერაპია“, ეკონომიკური რეფორმების სირთულეები, 1990-იანი წლების პირველ ნახევარში კოლაფსის შემდეგ ეკონომიკის გამოცოცხლებისა და ფაქტობრივი აღდგენისაკენ გადადგმული ნაბიჯები...), შეფასებულია მიღწეული წარმატებებიცა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებიც.

ნაშრომში ობიექტურადაა აღწერილი გარდამავალი პერიოდის ბუნება, მთავარი მაკროეკონომიკური ტენდენციები, ფულად-საკრედიტო სისტემა, მთლიანად მისი თავისებურებანი და პერიოდიზაცია საქართველოში, სახელმწიფოს ინდუსტრიული პოლიტიკა და სავაჭრო რეჟიმი, პრივატიზაციის პროცესის თავისებურებანი და მისი მაკროეკონომიკური შედეგები.

ვულოცავთ პროფესორ თეიმურაზ ბერიძეს, მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.